ქუთაისელი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის აშშ-ში დაკავებასთან
დაკავშირებით, მისი ფეისბუკის გვერდზე ახლობლებისა და
გულშემატკივრებისადმი მიმართვა გამოქვეყნდა.
მსოფლიო ჩემპიონი მისი დაკავების ფაქტს გაუგებრობას უწოდებს და იმედს
გამოთქვამს, რომ 8 ივლისს, დაგეგმილი შეხვედრისთვის მომზადების
შესაძლებლობა მიეცემა.
"მეგობრებო, როგორც
იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის
ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული
გაუგებრობა. იმედი მაქვს უახლოვეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და
ისევ მომეცემა საშუალება გავნაგრძო მომზადება სანდერსთან
ბრძოლისათვის. მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს
მხარდაჭერას!" - წერია მიმართვაში.
ავთანდილ ხურციძე აშშ-ში მიმდინარე
წლის 7 ივნისს დააკავეს.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულია
რუსულ-ქართული დანაშაულებრივი ქსელის 33 წევრი, მათ შორის არიან
ავთანდილ ხურციძე და კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, ლევან
მაყაშვილი.
დაკავებულებს ბრალად ედებათ თაღლითობა და ფულის
გამოძალვა.
ქუთაისელი
სპორტსმენი, ავთანდილ ხურციძე 8 ივლისს WBO -ს ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო
სანდერსს უნდა შეხვედროდა.
მასალის გამოყენების პირობები