სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული
მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს
საქართველოს მოქალაქეს,
საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ
ერთეულს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის
სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მმართველ გუნდი ინიციატივით
მიმართავს საკონსტიტუციო კომისიას, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს
ჩანაწერი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების წესის
შესახებ.
"მმართველ გუნდში გაიმართა კონსულტაციები, რომლებშიც მონაწილეობდნენ
მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. მივიღეთ
გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ ინიციატივით, რათა
კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება
შესაძლებელი იმ პირზე, ვისაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა.
აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნებს, რომელიც
საქართველოს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას აქვს. ვფიქრობთ, ეს
იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა
გუნდმა,"-
განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები