ქუთაისში პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" წარმომადგენლებმა თბილისიდან, ქუთაისიდან, ქობულეთიდან, სამტრედიიდან აქციაზე მოთხოვნები გააჟღერეს კანონში შესატან ცვლილებებზე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება-გასაღების თაობაზე.
მათ გააპროტესტეს სსკ-ის 260-ე მუხლში შესატანი, როგორც თავად აღნიშნეს, ფასადური ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებების თაობაზე პარლამენტში პლენარული მოსმენა გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეთა თქმით, სავარაუდოდ დაჩქარებული წესით მიიღებენ კანონს ისე, რომ არ გაივლიან კონსულტაციებს თემის წარმომადგენლებთან და დარგის სპეციალისტებთან.
"პლენარული მოსმენა არის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესატანი ცვლილებების თაობაზე. საკომიტეტო მოსმენები გაიარა. სადაც გაიმიჯნება მოხმარება და გასაღება ერთმანეთისაგან. ეს მისასალმებელი და კარგია, მაგრამ არა ამ ფორმით. რადგან მაინც რჩება არაადეკვატურად მაღალი სასჯელები მომხმარებლებზე. ანუ თუ იყო 11 წლამდე სასჯელი, ახლა ზღვარი ჩამოწიეს 6 წლამდე. მაგრამ მომხმარებისთვის 6 წელიც ძალიან დიდია. ამასთან არ ისაზღვრება დოზები მცირე რაოდენობაზე, ზოგიერთ ნივთიერებებზე 5-დან 12 წლამდე სასჯელი დარჩება ძალაში ", - აღნიშნა ორგანიზაცია" რუბიკონის" დამფუძნებელმა ზაზა ქარჩხაძემ.
აქციის მონაწილეთა თქმით შსს-მ და იუსტიციის სამინისრომ სახელდახელოდ დაწერეს კანონპროექტი, რადგან რიგირს სამიტისთვის ემზადებიან.
" რიგის სამიტისათვის ემზადებიან და თვალის ასახვევად არის ეს ყველაფერი. კანონპროექტის ავტორები არ ფიქრობენ, რომ ნივთიერებაზე დამოკიდებულ ადამიანებს დახმარება გაუწიონ. ხელისუფლება ისევ დასჯაზეა ორიენტირებული. მომხმარებლისთვის ძალიან დიდი სასჯელი დარჩა მაინც ძალაში. თუმცა გამსაღებელი რომ უნდა დაისაჯოს, ამაზე არავინ დაობს", -აღნიშნა ზაზა ქარჩხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები