ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის
სასამართლოს გადაწყვეტილება, ჯავახიშვილის ქუჩაზე
ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის შეჩერების შესახებ, გააუქმა.
სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით,
ობიექტის მფლობელს, ზურაბ ფილიპიას, ბენზინგასამართი სადგურის
ექსპლოატაციის უფლება მიეცა.
ჯავახიშვილის ქუჩაზე, დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ავტოგასმართი
სადგურის მშენებლობა ადგილობრივებმა რამდენჯერმე
გააპროტესტეს.
მათი თქმით, კოპრუსებთან ახლოს მსგავსი ობიექტის არსებობა მუდმივი
საფრთხის ქვეშ ამყოფებთ.
საპროტესტო აქციებიდან მალევე, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა,
ქუთაისის მერიას ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის
გაცემის გამო, სასამართლოში უჩივლეს.
ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ქუთაისის
საკრებულოს დეპუტატი, ნატო ქათამაძეც ეწინააღმდეგებოდა.
მისი თქმით, ქუთაისის მერიამ ფეთქებადსაშიში ობიექტის მშენებლობის
ნებართვა აკრძალულ, მეორე ზონაში გასცა.
ბრალდება უარყო ქალაქის ხელისუფლებამ და ნატო ქათამაძე საზოგადოების
შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯავახიშვილის ქუჩაზე
ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის შეჩერების შესახებ
გადაწყვეტილება 2017 წლის 1 მარტის განჩინებით მიიღო, რომელიც
მოგვიანებით ობიექტის მეპატრონემ, ზურაბ ფილიპიამ
სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და საქმეც მოიგო.
ქუთაისის მერიამ ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის
მშენებლობის ნებართვა 2016 წლის 23 დეკემბერს გასცა.
ადგილზე მშენებლობა თითქმის დასრულებულია.
ამავე თემაზე:
"საფრთხეში
ვართ" - ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის გამო მოსახლეობამ
შესაძლოა სასამართლოს მიმართოს
ქუთაისში ბენზინგასამართი სადგურის
მშენებლობა სასამართლოს გადაწყვეტილებით
შეჩერდა
მასალის გამოყენების პირობები