3 და 4 ივნისს ხარაგაულის სპორტის სასახლეში გამართულ "საქართველოს
პირველობა კუნგ-ფუ ფაიტინგში'' ტყიბულელმა სპორტსმენებმა 15 კლუბს
შორის გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.
ტყიბულიდან ტურნირზე მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის კუნგ-ფუს
სკოლის 4 და "ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლის" 14 სპორტსმენი
ასპარეზობდა. ტყიბულელმა სპორტსმენებმა შეჯიბრებაზე კარგად
იასპარეზეს და საერთო ჯამში, 9 პირველი, 2 მეორე და 3 მესამე ადგილი
მოიპოვეს.
ტურნირზე თითქმის ყველა რეგიონის 15 ორთაბრძოლის კლუბის 122
სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ასპარეზობაში ვაჟებთან ერთად
გოგონებიც ჩაებნენ.
ტურნირის ორგანიზატორი ,,საქართველოს კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაცია''
და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახური იყვნენ.
თეონა ჯანელიძე
მასალის გამოყენების პირობები