"აქ მზე დაპატიმრებულია" - ასე გააპროტესტეს ქუთაისში,
სკვერებში კორპუსების, კაფე-ბარების და სხვა დანიშნულების
შენობების მშენებლობა.
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგისა" და კლიმატის
ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის მოძრაობა
350.org -ის ორგანიზებით, ნინოშვილის
სკვერში, სადაც რადენიმე წლის წინ 6 სართულიანი კორპუსის მშენებლობის
ნებართვა გაიცა, მზის დაპატიმრების სიმბოლური აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა, ამ ფორმით, ქალაქის მასშტაბით სკვერებში
გახშირებული მშენებლობა გააპროტესტეს. მათი თქმით, სკვერებს წართმეული
აქვთ დასასვენებელი სივრცე, რის გამოც დაკარგული აქვთ მთავარი
ფუნქცია.
"ყოვედღიურობად იქცა სკვერში მშენებლობები. გუშინ ჯავახიშვილის ქუჩაზე
გააპროტესტა მოსახლეობამ კიდევ ერთი მშენებლობა სკვერში. ამიტომ ჩვენ
გვინდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ ნუ დაგვიპატიმრებენ მზეს. სკვერს უნდა
ჰქონდეს სკვერის სახე და მშენებლობები უნდა რჩებოდეს სკვერებს მიღმა",
- განმარტა "თაობათა დიალოგის" გენერალურმა დირექტორმა, გვანცა
თოთაძემ.
აქციაზე, რომელიც კამპანია "ქალაქები სიცოცხლისათვის" ფარგლებში
გაიმართა, მზის განთავისუფლების პერფორმანსიც გაიმართა. ნინოშვილის
სკევრში კი სომბოლური ნიშანი დაიდგა, რომელიც ყველას შეახსენებს, რომ
აქ მზე დაპატიმრებულია.
მასალის გამოყენების პირობები