ქუთაისში "აია არენას" სტადიონზე აღმართული საქართველოს მცირე ზომის
დროშა, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა და რითაც კანონი დაირღვა,
სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად ჩამოხსნეს.
როგორც საქართველოს რაგბის კავშირში "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს,
თამაშის დასრულების შემდეგ დროშები ინახება. მსოფლიო ჩემპიონატის
მომდევნო შეხვედრაზე კი "აია არენაზე" საქართველოს დროშა სხვა
სახელმწიფოს დროშებთან თანაბარი ზომით აღიმართება.
"ნამდვილად უხერხული იყო რა თქმა უნდა ეს ფაქტი,
მაგრამ გამოსწორდება და მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება," -
ამბობენ საქართველოს რაგბის კავშირში.
ქუთაისში "აია რენას" სტადიონზე რაგბში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე,
საქართველოს
დროშის აღმართვის წესი დაირღვა.
საუბარია იმაზე, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო
დროშა სხვა ქვეყნების სახელმწიფოს დროშებთან ერთად არათანაბარი ზომით
აღმართეს, რაც საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნას
ეწინააღმდეგება.
საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის წესს, საქართველოს ორგანული
კანონი არეგულირებს.
ამავე თემაზე:
ქუთაისში რაგბის ჩემპიონატზე საქართველოს მცირე ზომის
დროშის აღმართვით კანონი დაირღვა
რაგბის კავშირი საქართველოს მცირე ზომის დროშის
აღმართვაზე - ეს მოხდა შემთხვევით
მასალის გამოყენების პირობები