"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)
15:24 / 02.06.2017
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამავე ქუჩაზე კაფე-ბარი
"ფლამინგოს" აშენებას აპროტესტებენ.
კაფე-ბარის წარმომადგენლები სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნით
ადგილზე დღეს მივიდნენ, რასაც ადგილობრივების მხრიდან ხმაური და
დაპირისპირება მოჰყვა.
"სუნთქვის უფლება არ უნდა დაგვიტოვონ? ჩვენ აქ სკვერს მოვაწყობთ და
არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ უფლებას აქ რაიმე ჩაიდგას", -
აცხადებენ ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები. მათი თქმით, კვების
ობიექტის მშენებლობას შესაძლოა ხეებიც შეეწიროს.
ამჟამად, კაფე-ბარი "ფლამინგო" თამარ მეფის ქუჩაზე "კინო საქართველოს"
მიმდებარე ტერიტორიაზე მდეობარეობს. ქუთაისის მერიამ "ფლამინგოს"
წარმომადგენლებს თამარ მეფის ქუჩის ნაცვლად, ფართი ბუხაიძის
ქუჩაზე 300 კვ. მ მიწის ნაკვეთი 25 წლის ვადით გადასცა.
კაფე-ბარის მფლობელი, კახა მეფარიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ
მას ეს ტერიტორია სასამართლო დავის შემდეგ შეთავაზეს, რომელიც 2016
წელს მერიის წინააღმდეგ დაიწყო. ის ტერიტორიით სარგებლობისთვის,
ადგილობრივი ხელისუფლებისგან საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას
ითხოვდა.
კახა მეფარიშვილი ამბობს, რომ 2014 წლიდან მერიას ვადის გაგრძელების
შესახებ არაერთხელ მიმართა. მისივე განმარტებით, რადგან უწყებისგან
ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი პასუხი მიიღო, რის
გამოც სასამართლოს მიმართა.
"უფრო მეტიც, ამ ხნის მანძილზე ჩვენი შევიწროების არაერთი ფაქტი
მოხდა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს დაგვაჯარიმეს 4 000 ლარით. ამის
უფლება მერიას არ ჰქონდა, რადგან სასამართლოში საქმე ჯერ კიდევ არ იყო
დასრულებული. თანხის ნაწილში სასამართლომ ჩვენ გაგვამართლა და მისი
გადახდა არ მოგვიწევს," - ამბობს კახა მეფარიშვილი.
"ამ ადგილზე გვჭირდება ავტოსადგომი", - განაცხადა მიმდინარე წლის 29
აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ.
მისი თქმით, ინვესტორი ახალ კინოდარბაზებს მანამდე არ გახსნის, ვიდრე
ამ ტერიტორიას ავტოსადგომის მოსაწყობად არ მიიღებს.
ამ დროისთვის, თამარ მეფის ქუჩაზე
არსებული კაფე-ბარი "ფლამინგო" თურქ ბიზნესმენზეა
გაიჯარებული.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები