ქუთაისში, პარლამენტთან ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი კოლეგის აფგან
მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციაზე მედიის
წარმომადგენლებმა უცხოელი ჟურანალისტის გაუჩინარების საქმის დროულად
გამოძიება მოითხოვეს.
"ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიიზაციის გზაზე დგას და ვაცხადებთ,
რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყნა არ უნდა ხდებოდეს
ჟურანლისტის ასე გატაცება. არ აქვს ამას მნიშვნელობა უცხოელი იქნება
თუ ადგილობრივი. ჩვენ მხარს ვუჭერთ, იმას რომ იყოს ნორმალურად
გამოძიებული ეს ფაქტი და მსგავსი რამ არასოდეს მოხდეს საქართველოში.
ეს არ შეუწყობს ხელს საქართველოს ფართო არენაზე კარგად
წარმოჩიენებას", - განცხადა აქციაზე რადიო "ძველი ქალაქის"
ხელმძღვანელმა ქეთი ბერძენიშვილმა.
აზერბაიჯანელი ჟურანალისტის მხდარდასაჭერი აქცია, ქუთაისის გარდა,
პარალელურად სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა.
აფგან მუხტარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით,
გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო
განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხტარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის
სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე
(დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს
წარდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები