ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ ხორჩანაში მცხოვრები დაკარგული
მამაკაცი ორდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით
დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილობრივების ინფორმციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ
აღენიშნება.
მათივე თქმით, გარდაცვლილი 30 მაისს ჯვარისაში სამძიმარზე მეუღლესთან
ერთად იმყოფებოდა. მათი ვერსიით შესაძლოა, ნასვამ მდგომარეობაში
სახლისკენ მიმავალი მდინარეში ჩავარდა.
"გარდაცვლილის მეუღლე სამძიმარიდან საოჯახო საქმეების გამო მალევე შინ
დაბრუნებულა. შებინდებისას ქმარს რომ შეაგვიანდა, დაიწყეს ძებნა.
თუმცა, დილამდე ვერ იპოვეს. მე დილით, 7 საათისთვის შემატყობინეს
ტელეფონით, რომ ზაალი დაკარგული იყო და ეძებდნენ. სამაშველო
სამსახურის მობილიზება უნდა გაგვეკეთებინა. თუმცა, მალევე იქნა
ნაპოვნი თანასოფლელების მიერ", - ამბობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის
გამგებლის წარმომადგენელი ჯვარისის ადმინისტრაციულ ერთეულში, გაგა
ჩუბინიძე.
თეონა ჯანელიძე
მასალის გამოყენების პირობები