გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 29-30
მაისს უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა კი 30
გრადუსამდე გათბება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 30 მაისს ღამით და დღის მანძილზე
კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს 17-22
მ/წმ-ში.
"31 მაისიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. წვიმაა
მოსალოდნელი 1 ივნისს. არამდგრადი ამინდები 3 ივნისამდე შენარჩუნდება.
ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ჰაერი 19-21 გრადუსამდე გათბება", -
ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების
დეპარტამენტის ხელმძღანელი დოდო გვაზავა.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 3 ივნისიდან
გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები