საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კაცხის შობის მაცხოვრის
მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დამკვეთი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია. სამუშაოებს
კი შპს "ტაძარი +" ასრულებს. დაწყებულია, ასევე, მონასტრის
მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, რომლის
სამუშაოებს შპს "ჭიათურმშენი" ასრულებს.
ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე. კაცხის მაცხოვრისშობის
სახელობის მონასტერი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის
დაქვემდებარებაშია.
მასალის გამოყენების პირობები