შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, მიმდინარე წლის 26 მაისს
მომხდარ შემთხვევაზე, რომელსაც 11 წლის მცირეწლოვანის სიცოცხლე
ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, გელათის ქუჩაზე მომხდარ ავტოავარიაში
ეჭვმიტანილი ტყიბულში საჯარო მოხელეა.
თვითმხილველების განცხადებით, ველოსიპედით მოსეირნე 11 წლის
მცირეწლოვანს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი
ადგილზევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლს შემთხვევის ადაგილი
არ მიუტოვებია და მის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო
მოქმედებები.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის I და V
ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამ მუხლის V ნაწილით პირს, რომელიც ქუთაისში 11 წლის გოგონას დაეჯახა,
4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მოხდა თუ არა მძღოლის დაკავება ან დაკითხვა, ამ დროისთვის შსს-ში
განმარტებას არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები