ქუთაისში 26 მაისის ღონისძიებებისთვის სამზადისი მიმდინარეობს.
ქალაქის ცენტრალურ უბანში საქართველოს სახელმწიფო ელექრტროსისტემის
თანამშრომლები მუშაობენ, რომლებმაც ანძა ქალაქის ცენტრალურ
ნაწილში სიმბოლურად დადგეს.
მიმდებარე ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით სპეციალური ლენტით და
რკინის ჯებირებით არის შემოსაზღვრული.
ელექტრონული მუსიკის კონცერტი ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში
14:00 საათზეა დაგეგმილი.
26 მაისთან დაკავშირებით, ქუთაისში
15 ღონისძიებაა დაგეგმილი.
დამოუკიდებლობის დღეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში
გზებიც გადაიკეტება.
მასალის გამოყენების პირობები