24 მაისს მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ
სახელმწიფო თეატრში კონცერტი გაიმართება.
იგი XII საერთაშორისო ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე" ფარგლებში
ხორციელდება.
ფესტივალი გულისხმობს საოპერო, საბალეტო და სიმფონიური მუსიკის
პრეზენტაციას, ქართველი კომპოზიტორის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას,
გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების
მოწვევას. წიგნის პრეზენტაცია, ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებლების
მოწვევას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მათ მონაწილეობას ქართული
კულტურის ხელოვანებთან ერთად.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ისრაელის ცნობილი კამერული
ორკესტრი ,,კამერატა"" და ცნობილი მესაყვირე ევროპაში მოღვაწე, სერგეი
ნაკარიაკოვი. ფესტივალს დაესწრება პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.
რომელიც ფესტივალის საპატიო მრჩევლად ითვლება.
ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში.
ფესტივალი ეძღვნება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40
წლის საიუბილეო თარიღს. ყოველწლიური ფესტივალი დაარსდა 2006 წელს
ფესტივალის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.
მასალის გამოყენების პირობები