იმერეთში მომდევნო სამი წლის მანძილზე, პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული განვითარება იქნება,
რასაც 2015-2017 წლის იმერეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს.
გეგმის მიხედვით, რეგიონში პრიორიტეტული გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
რეგიონული განვითარების გეგმა ახალგაზრდა ეკონომისტებმა, ქუთაისში მოსახლეობასთან ერთად განხილეს.
როგორც "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლები ამბობენ, ქალაქის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ადგილობრივი მოქალაქეების ხედვები.
"აუცილებელია გაძლიერდეს მოსახლეობის ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებაში, საინტერესოა მათი ხედვები, პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები,"- ამბობს საეა - ს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ლევან ოღრეშიძე.
მოსახლეობის ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებაში პროექტის "საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ განვითარებაში" ფარგლებში ხორციელდება.
მოსახლეობასთან შეხვედრები პროექტის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმერეთში მიმდინარე წლის ივნისამდე გაგრძელდება.
პროექტი "საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ განვითარება" საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ასევე, სამოქალაქო განვიათრების სააგენტო სიდას მხარდაჭერით ხორციელდება.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები