ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე ხეების გადაბელვის შედეგად
დარჩენილი ნაგავი ააიპ "სპეციალური სერვისების"
წარმომადგენლებმა დაასუფთავეს.
ტერიტორიის მას შემდეგ მოწესრიგდა, რაც დანაგვიანებული ტერიტორიის
შესახებ
ქუთაისისპოტზე მასალა გავიდა.
"დღეს დილით მოვიდნენ და ამ დრომდე წმინდავდნენ ხის ტოტებისგან
ტერიტორიას", - განმარატვენ ადგილობრივები.
ქუთაისში ზურაბ ჭავჭავაძის #2-ში მცხოვრებლები ერთი თვის წინ
გადაბელილი ხეების ნარჩენებისგან ტერიტორიის გაწმენდას ითხოვდნენ.
ქუთაისში ხეების გადაბელვას მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ
"სპეციალურ სერვისების" წარმომადგენლები ახორციელებენ. ორგანიზაციაში
აცხადებდნენ, რომ გადებილილი ხეების შედეგად დარჩენილი ნარჩენების
გატანა ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის გამო
ვერ მოხერხდა.
მასალის გამოყენების პირობები