ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის #2-ში მცხოვრებლები ხეების გადაბელვის
შედეგად დარჩენილი ნარჩენის აღებას ითხოვენ.
ქუთაისიპოსტთან ისინი ამბობენ, რომ ცხრა ხე მიმდინარე წლის აპრილის
თვეში, აღდგომის დღეებში გადაბელეს და მისი ნარჩენები იქვე
დაყარეს.
"როგორც ვიცი ასუფთავებენ ყველგან და ეს უბანი დატოვეს ესე. ზაფხულში
ქვეწარმავლების მომრავლების გვეშინია, ვითხოვთ მხოლოდ რომ მოგვაშორონ
ეს ნაგავი, როგორც დაყარეს ისე დაასუფთავონ ტერიტორია", -ამბობს ზურაბ
ჭავჭვაძის ქუჩაზე მცხოვრები, იზა ფურცხვანიძე.
ქუთაისში ხეების გადაბელვას მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ
"სპეციალურ სერვისების" წარმომადგენლები ახორციელებენ.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გადებილილი ხეების შედეგად დარჩენილი
ნარჩენების გატანა ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის გამო ვერ
მოხერხდა.
"ტრაქტორი გაფუჭდა. თეგეტაში აყენია, ხვალ გაკეთდება და გავიტანთ", -
ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში ააიპ "სპეციალური სერვისების"
დირექტორი, გელა გაგუა.
მასალის გამოყენების პირობები