წიგნების გამავრცელებელი კომპანია "ირიათონის" ორგანიზებით, ქუთაისში
წიგნების გამოფენა-გაყიდვა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სადაც 8 გამომცემლობის წიგნები 50-70% პროცენტიანი ფასდაკლებით
იყიდებოდა.
ორგანიზატორების თქმით, აქცია სახელწოდებით "მოიზღვავე წიგნები"
ქუთაისში წარმატებით განხორციელდა, რადგან დაახლოებით 300-მდე წიგნი
გაიყიდა.
" ქუთაისში წიგნებისადმი ინტერესი ყოველთვის არის. წიგნების გამოფენა
შარშანაც ჩავატარეთ, მაგრამ წელს გაცილებით დიდი იყო ინტერესი.
უმეტესად ყიდულობენ კლასიკოს ქართველ მწერლებს და გელა
ჩარკვიანის ნაწარმოებს" - აცხადებს „იანითონის“ მენეჯერი, მარიამ
კელიხაშვილი.
პროექტის – "მოიზღვავე წიგნები" – ფარგლებში წიგნების
გამოფენა-გაყიდვა უკვე გაიმართა საქართველოს ორ ქალაქში, ბათუმსა და
ზუგდიდში.
გამოფენის მხარდამჭერი იყო ქუთაისის მერია, კერძოდ კეთილმოწყობისა და
კულტურის სამსახურები.
მასალის გამოყენების პირობები