ქუთაისის მერიის მიერ ქალაქში გარევაჭრობის მასშტაბური აკრძალვის
დაწყების მიუხედავად, ჭავჭავაძის გამზირზე მოვაჭრეებმა პროდუქციის
რეალიზება ისევ დაიწყეს.
გარემოვაჭრეები ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ ოქტომბრამდე
ვერავინ შეეხებათ, რადგან, როგორც ამბობენ, არჩევნებზე მათი ხმა
სჭირდებათ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მოვაჭრეებისთვის
გარეთ დახლების გატანის უფლება არ მიუციათ.
"ყოველდღიურად ვაფრთხილებთ, რომ გარემოვაჭრეობა აკრძალულია, რადგან
მერიას არა აქვს უფლება რომ დააჯარიმოს ეს ხალხი," - განმარტავენ
ქუთაისის მერიაში.
ქუთაისის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვის მიზნით, მიმდინარე წლის 24
აპრილს ე.წ. კეჭის ბაზრობაზე ა
რსებული მაგიდების დემონტაჟი
განახორციელეა.
მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავდნენ, რომ გარემოვაჭრეები
ამის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები. თუმცა, აკრძალვიდან
რამდენიმე დღეში გარემოვაჭრეებმა თავიანთი პროდუქციის რეალიზება ისევ
დაიწყეს.
მერიაში აცხადებდნენ, რომ დაუმორჩილებელ გარემოვაჭრეებს საპატრულო
პოლიციას გადასცემდნენ და ისინი დაჯარიმდებოდნენ. თუმცა, მერიაში არა
აქვთ ინფორმაცია, დააჯარიმეს თუ არა გარემოვაჭრეები.
" ამ ინფორმაციას საპატრულო პოლიცია ფლობს," - აცხადებენ ქუთაისის
მერიაში.
ამავე თემაზე:
ქუთაისში ე.წ კეჩის ბაზრობაზე გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი
მიმდინარეობს
გარემოვაჭრეთა დახლებს ქუთაისის
ცენტრალურ ბაზართანაც აიღებენ
გარემოვაჭრეთა პროტესტი და ქუთაისის მერიის გეგმა
(ვიდეო)
"დაუმორჩილებელ
გარემოვაჭრეებს პოლიციას გადავცემთ" - ქუთაისის მერია
როგორ გამოიყურება ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირი
გარემოვაჭრეების დახლების აღების შემდეგ (ფოტო)
ქუთაისში
გარემოვაჭრეების სანიტარული კონტროლი არ ხორციელდება
რა პირობებში ყიდიან დაკლულ ქათმებს ქუთაისში - ვიდეო
უკომენტაროდ
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა გარემოვაჭრე
დაჯარიმებას გადაარჩინა (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები