ტყიბულში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას
ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
შემთხვევა გაბრიაძის ქუჩაზე, სასაფლაოსთან მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მანქანა სავალი ნაწილიდან
გადავარდა.
"ორი ადმიანი იჯდა. ერთი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოში
წაიყავნეს დაზიანებებით", - განმარტავენ
თვითმხილველები.
მათივე თქმით, გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაშია
გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის
მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების
აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
თეონა ჯანელიძე
მასალის გამოყენების პირობები