ბათუმში გამართული საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 8-დან 18 წლამდელ
გოგონათა და ვაჟთა შორის დასრულდა.
ტურნირზე იმერეთიდან 19-მა მოჭადრაკემ იასპარეზა და საპრიზო ადგილებიც
აიღეს.
მონაწილე პრიზიორებიდან ცხრა ახალგაზრდა მოჭადრაკე ქუთაისელია.
აქედან, ოთხი მათგანი საქართველოს ჩემპიონი გახდა.
8 წლამდე გოგონები:
1.ანასტასია კირთაძე (ქუთაისი) 8.5 ქულა
ბიჭები:
1.გიორგი გიორგაძე (ქუთაისი) 8.0
10 წლამდე გოგონები:
1.ხატია მახათაძე (ზესტაფონი ) 7.0
2.ვერონიკა ტყეშელაშვილი(ქუთაისი)7.0
ბიჭები:
1.ლადო მაღლაკელიძე (ბაღდათი) 7.5
2.ვასიკო შაპოვალოვი ( ვანი ) 7.0
3.მიხეილ ხანთაძე (ქუთაისი) 6.5
12 წლამდე გოგონები:
3.რუსუდან მაღლაკელიძე(ბაღდათი)7.0
ბიჭები:
3.ერეკლე ჯიშკარიანი (ხონი ) 6.0
14 წლამდე გოგონები:
1.თამარ ესაძე (ქუთაისი) 7.5
3.ნია დონღვანი (ქუთაისი ) 7.0
16 წლამდე ბიჭები:
2.ნიკა ხვადაგიანი (ქუთაისი ) 6.0
18 წლამდე გოგონები. ითამაშეს 10 ტურად. წრიული.
1.ნინო ჯალაღონია (ქუთაისი ) 8.0
მიმდინარე წლის 18 მაისს ჩემპიონატის გამარჯვებულებს იმერეთის
სამხარეო ადმინისტრციაში უმასპინძლეს.
ისინი იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზაზა ლომინაძემ
ქუთაისის მერს შოთა მურღულიასა და იმერეთის გუბერნატორს გივი
ჭიჭინაძეს წარუდგინა.
საქართველოს ჩემპიონებმა ავტომატურად მსოფლიოსა და ევროპის
ჩემპიონატების საგზურები მოიპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები