ქუთაისში, სასტუმრო "თბილისის" ყოფილი შენობას, რომელიც მოსახლეობას
საფრთხეს უქმნის, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ამის შესახებ "ქუთაისიპოსტსთან" საუბარში საქართველოს დევნილთა და
განსახლების სამინისტროში განაცხადეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ შენობის დაზიანებული კედლები, რომლიდანაც
ქვის ფილები ცვივა, ბათქაშით გამაგრდება. ასევე, მოხდება შენობის
სახურავის რეაბილიტაცია.
"ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მისი რეაბილიტაცია
ჩვენ არ გვეხება. თუმცა, შევაკეთებთ ისე, რომ საფრთხე მოვხსნათ,
რადგან იქ მცხოვრები დევნილები იქამდე იყვნენ უსაფრთხოდ ვიდრე ბინები
გადაეცემათ," - ამბობს დევნილთა და განსახლების სამინისტროს
პრესსამსახურის ხელმძღვანელი დალი გოგოლაძე.
მისივე თქმით, შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი დაჩქარებული წესით
გამოცხადდება და სამუშაოებიც უმოკლეს ვადებში განხორციელდება.
სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობაში დევნილები ცხოვრობენ. მათი თქმით,
ობიექტიდან ფილები ცვივა, რაც იქ მცხოვრებ და ასევე მიმდებარე
ტერიტორიაზე გამვლელებსაც საფრთხეს უქმნის.
ამავე თემაზე:
"ვიდრე კიდევ ვინმეს იმსხვერპლებს,
მოგვხედონ" - ქუთაისში სასტუმრო "თბილისის" ყოფილი შენობა
ინგრევა
"ინგრევა, დაგვეხმარეთ" - რა ხდება სასტუმრო "თბილისში"
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები