ქუთაისში, ისტორიულ მუზეუმში მუზეუმების საერთშორისო დღესთან
დაკავშირებით კვირეული გაიხსნა.
სამუზეუმო კვირეულის ფარგლებში ბევრი
ღონისძიების მოწყობა იგეგმება როგორც ახალი
გამოფენების, ისე შეხვედრა-ლექციების გამართვა.
კვირეულის პირველ დღეს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
"ისტორიული მუზეუმის თანამშრომელ ვიოლეტა ნიჟარაძეს 45 წელია, რაც
მუზეუმის თანამშრომელია. გვინდა პატივისცემა გამოვხატოთ მის მიმართ",
- აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა ომარ ლანჩავამ.
კვირეული 27 მაისს დასრულდება ღონისძიებით "ღამე მუზეუმში", რომელიც
ისტორიულ მუზეუმში მოეწყობა, ღამის 22:00 საათზე დაიწყება და 02:00
საათამდე გაგრძელდება. გაიხსნება ახალი გამოფენა.
"ღონისძიებზე ასევე მოწვეული იქნებიან მუზემუთან დამეგობრებული
ორგანიზაციები და საწარმოები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ნაწარმს"
, - აღნიშნა ომარ ლანჩავამ.
ასევე, გაიმართება ტიხრული მინანქრის გამოფენა. რომლის სახელოსნო
სკოლაც ისტორიულ მუზეუმში ფუნქციონირებს.
მუზეუმების საერთაშორისო დღე - დაფუძნდა 1977 წლის 18 მაისს,
მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (
ICOM)
და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება უკვე 40 წელია
აღნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები