"ქუჩა უნდა იყოს თავისუფალი" - ქუთაისში ქუჩაში დადგმულ პურის ჯიხურებს აპროტესტებენ (ვიდეო)
11:36 / 18.05.2017
ქუთაისის ცენტრალურ ბაზართან არსებული მაღაზიის მეპატრონეები მათ წინ,
ქუჩაში დადგმულ ჯიხურების განთავსებას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ,
რომ, ამით არაჯანსაღი კონკურენცია იქმნება, რაც მათ მცირე
ბიზნესს ხელს შეუშლის.
საუბარია, მიმდებარე ტერიტორიაზე ახლადდადგმულ ჯიხურებს, სადაც
პური იყიდება.
ქუთაისის ცენტრალურ ბაზართან
არსებული 17 მაღაზიის მფლობელები აცხადებენ, რომ უკვე ორი კვირაა
წაგებაზე მუშაობენ.
"ისინი 50 თეთრიან პურს ჩაბარების ფასში ყიდიან ქუჩაში. ჩვენ კი,
მაღაზიებში ყველა წესის დაცვით ვმუშაობთ და ამის გამო ვიჩაგრებით.
ორი კვირაა ერთი პური არ
გამიყიდია, დაგვაქცია ამ მთავრობამ", - აცხადებენ მაღაზიის
მეპატრონეები.
"40 თეთრად ყიდიან და ხალხიც იქ მიდის. მასე თუ არის ჩვენც არ
გადავიხდით ქირას და გარეთ გამოვალთ," - ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის
მოვაჭრე დარეჯან შალამბერიძე.
ქუთაისის ცენტრალურ ბაზართან არსებულ სიტუაციას პროტექციონიზმად
აფასებს, პარტია "თავისუფალი საქართველოს იმერეთის" ორგანიზაციის
ხელმძღვანელი გოგი წულაია. ის მერიას მოუწოდებს, რომ მაღაზიებს
ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა მისცეს.
როგორც ირკვევა, ქუთაისის მერიამ კვების აპარატების ქუჩაში
განთავსებისათვის შპს "გორა" - ზე ნებართვა 2015 წელს გასცა.
კვების აპარატების ქუთაისის სხვადასხვა ტერიტორიაზე დასადგმელად,
კომპანიას 7 კვადრატული მიწის ფართობი ერთი წლის ვადით გადაეცა.
"ერთი ჯიხურისთვის ერთი კვ.მ ფართობია გათვლილი, ამიტომ სავარაუდოდ 7
ასეთი ჯიხურია ჩადგმული ქალაქში," - აცახდებენ ქუთაისის მერიაში.
კომპანია იჯარის სახით ყოფელთვიურად მერიას 40 ლარს უხდის.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ შპს "გორას" ხელშეკრულების
თანახმად ვალდებულება აქვს კვების აპარატები ისეთ ადგილებზე ჩასვას,
სადაც მაღაზიები არ არის.
მერიაში განმარტავენ, რომ ამ ფაქტზე რეაგირებას დროულად მოახდენენ და
კომპანიას დღესვე მიეცემა გაფრთხილება ობიექტის სხვა ტერიტორიაზე
გადაიტანის მიზნით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები