ქუთაისში, შუახნის ქალმა მცირეწლოვანს ხიდან ტოტის მოტეხვის გამო სცემა.
„გამეტებით სცემდა შუახნის ქალი ბავშვს და თან უყვიროდა, წაეთრიე
აქედანო. ბავშვს სისხლი სდიოდა ცხვირიდან, ქალი კი ჯოხით მოსდევდა.
ჩავერიე სიტუაციაში და გაშველება ვცადე, მაგრამ ქალი ჩემსკენ წამოვიდა
აგრესიით. შენ ვინ გკითხვსო და მეც სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა.
შემდეგ საპატრულო პოლიცია გამოვიძახე, თუმცა, უკვე
განყოფილებაში მისულებს ბავშვის დედამ მისაყვედურა, პოლიციას რატომ
დაუძახეო. უბნელები არიან და მორიგდებოდნენ ალბათ, ხოლო, ის, რომ
არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, ეს
დედამაც კი ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვა“, – ამბობს თვითმხილველი.
თვითმხილველი, რომელმაც საპატრულო პოლიციას გამოუძახა, ქუთაისის
რაიონული პოლიციის # 1 განყოფილებაში დაიკითხა. დაკითხვაზე
მშობლებთან ერთად, ასევე იმყოფებოდა არასრულწლოვანიც.
ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი
პუნქტით არის აღძრული, რაც ცემას ან სხვაგავარ ძალადობას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები