გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
მიმდინარე წლის 17-18 მაისს გამოიდარებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 და 18 მაისს ჰაერის ტემპერატურა 26
გრადუსამდე გათბება.
"17 მაისს დღისით იქნება უნალექო ამინიდი, მოსალოდნელი ჰაერის
ტემპერატურის მატება, 18 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ისევ გაწვიმდება
და კვირის ბოლომდე წვიმებს უნდა ველოდოთ", - ამბობს გარემოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტმანეტის ხელმძვანელი, დოდო
გვაზავა.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში წვიმები 21 მაისს
შეწყდება და 22 მაისიდან გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები