ქუთაისში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში
16 მაისს, დაახლოებით
40 წუთის განმავლობაში ელექტროენერგია გათიშული იყო.
დენის მიწოდების მასშტაბური შეწყვეტის გამო, საფინანსო და სხვადასხვა
ორგანიზაციები გენერატორებით მუშაობდნენ.
გათიშული იყო, ასევე, შუქნიშენები, რის გამო ავტომობილები
მოუწესრიგებლად გადაადგილდეობოდნენ.
ენერგო-პროჯორჯიას ქუთაისის სერვიცენტრში განმარტავენ,
რომ ელეტროენერგიის გათიშვა სისტემურად მოხდა, რაც მათზე არ იყო
დამოკიდებული.
"ეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კომპეტენციაა," -
აღნიშნეს ენერგო-პრო ჯორჯიაში.
"გამოირთო სომხეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადაცემი ხაზი
"ალავერდი", რის გამოც რამდენიმე რეგიონს და მათ შორის თბილისის
ნაწილს შეუწყდა ელეტქტროენერგიის მიწოდება. მიზეზი, თუ რამ გამოიწვია
გათიშვა, ამ დროისთვის დგინდება", - განუმარტა ქუთაისიპოსტს
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პრესსამსახურის
წარმომადგენელმა ეკა ვერულაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები