ახალი ამბები
რატომ გამოფინეს სტალინის სურათი ბაგრატის ტაძარში
FaceBook
ბაგრატის ტაძარში სტალინის სურთის გამოფენას ისტორიული ფაქტის ასახვით ხსნიან.

ტაძარში განმარტავენ, რომ ფოტოგამოფენა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს ეძღვნება და სტალინის სურათი კიდევ მრავალი წელი იქნება იქ გამოფენილი.



"ვისაც ამ ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში დიდი როლი მიუძღვის, იმ ადამიანების ფოტოებია გამოფენილი. მათ შორისაა სტალინი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ რუსეთის იმპერიას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა ეცნო. რომ არა ამ კაცის აქტიური ჩარევა, დღემდე შეიძლება რუსეთის ეკლესიას საქართველოს ეკლესიასთან დავა ჰქონოდა", - აღნიშნა ბაგრატის ტაძრის მესანთლემ და დამატებითი ინფორმაციითვის მეუფე კალისტრატესთან გადაგვამისამართა, რომლის ჩაწერა მისივე თქმით, მიმდინარე წლის 21 მაისს, კვირას, წირვაზე იქნება შესაძლებელი.

ქუთაის-გაენათის ეპარქიაში პირად საუბარში განგვიმარტეს, რომ სტალინის სურათი ნაკურთხი არაა და ის მხოლოდ ავტოკეფალიის აღდგენის დღის აღსანიშნავად გამოიტანეს.

"პირადად ჩემთვის სტალინი მიუღებელი პიროვნებაა, მაგრამ ამ საქმეში მისი წვლილი დასაფასებელია. ამ ფოტოზე არის ასახული თუ როგორ ახვედრებს სტალინი ერთმანეთს ორი ქვეყნის ეკლესიის წარმომადგენლებს, რაც არის ისტორიული ფაქტის ამსახველი ექსპოზიცია", - განმარტა ეპარქიაში მყოფმა პირმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ დასახელება არ ისურვა.

ამავე თემაზე:

ბაგრატის ტაძარში გამოფენილი სტალინის ფოტო აიღეს (ფოტო)

ბაგრატის ტაძარში სტალინის ფოტო გამოფინეს - "კაგებეს აგენტები არიან"
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.