ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მერსედესის მარკის ავტომანქანა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციულ შენობას შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, არიან დაშავებულები.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა სიძე-დედოფალი, რომლებიც ავტომანქანაში იმყოფებოდნენ.
თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანის მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
"ძალიან მაღალი სიჩქარით მოდიოდა ავტომანქანა და რადგანაც ნაწვიმარი იყო, მოსრიალდა და შეეჯახა შენობას," - ამბობს თვითმხილველი.
ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები