დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები, ელჩის მოადგილე ტიფან
სალდერი და საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დღეს
ქუთაისის მერიას სტუმრობდნენ.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური
ავრცელებს, რადგან მას არ ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები.
პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ საელჩოს წარმომადგნელების ვიზიტის
თაობაზე ინფორმაცია არ ქონდთ და ჟურნალისტების ინფორმირება, დროის
სიმცირის გამო ვერ მოახერხეს.
"დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სტუმრობა ქუთაისსა და
ლონდონს შორის პირდაპირი ავია მიმოსვლის დაწყების ფაქტს
უკავშირდება.
18 ივნისს, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან
დაბალბიუჯეტიანი
ავიაკომპანია „Wizz Air“ რეგულარულ ფრენებს
იწყებს.
საელჩოს თანამშრომელთა განცხადებით, ბრიტანეთი დაინტერესებულია
ტურისტები ქუთაისში დიდხანს გაჩერდნენ, ასევე გარანტირებული იყოს მათი
მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხები.
სტუმრები ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და ვიცე გუბერნატორმა იოსებ
ხახალეიშვილმა მიიღეს. შეხვედრას ქუთაისის ჯანდაცვის ობიექტების,
საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და ტურიზმის სამსახურის
ხელმძღვანელები ესწრებოდნენ," - ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
ქუთაისის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით ფრენები
18 ივნისიდან დაიწყება
მასალის გამოყენების პირობები