ქუთაისში ოლიმპიური სტანდარების საცურაო აუზის მშენებლობას
რეგიონალური განვითარების ფონდი აღარ დააფინანსებს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, მშენებლობისთვის
საჭირო თანხა, ამჯერად, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან
გამოიყოფა.
რგფ-ის მიერ აუზის მშენებლობისთვის გათვალისწინებული 300 000 ლარი კი,
ქუთაისში სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდში განგვიმარტეს, რომ ქუთაისის საცურაო
აუზის მშენებლობისთვის თანხა მას შემდეგ გამოიყოფა, რაც უწყებაში
პროექტს წარადგენენ.
"ჯერჯერობით, პროექტი შემოსული არ არის. რამდენადაც ვიცით, მას
ადგილობრივი თვითმმართველობა ამზადებს,"- განმარტავენ მუნიციპალური
განვითარების ფონდში.
ქუთაისის მერიაში კი ამბობენ, რომ საცურაო აუზის პროექტი დამუშავების
ეტაპზეა.
ოლიმპიური სტანდარების საცურაო აუზის მშენებლობაზე ქალაქის მერმა ჯერ
კიდევ გასული წლის აგვისტოში გააჟღერა.
იმ დროისთვის
შოთა მურღულია ამბობდა, რომ მშენებლობას 5 მლნ
ლარამდე თანხა დაჭირდებოდა.
მოგვიანებით, მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საცურაო
აუზისთვის
ყოფილი ლითოფონის ქარხნის ტერიტორია, სპორტის
საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ, შეთავაზებული რამდენიმე ადგილიდან,
შეარჩია.
"ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზისთვისთვის საჭიროა 4000 კვ.მ.
ხოლო ლოთოფონის ქარხნის მიმდებერად არსებული ტერიტორია 3 400 კვ.მ
შეადგენს. მის მომიჯნავედ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის
დამატებაც გახდა საჭირო," - განაცხადეს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე,
სადაც კერძო მესაკუთრისთვის, ფართის დათმობის სანაცვლოდ, გრიშაშვილის
ქუჩაზე მდებარე ამორტიზებული შენობის გადაცემის საკითხზე
იმსჯელეს.
ოლიმპიური სტანდარების საცურაო აუზში რამდენიმე დახურული აუზი უნდა
განთავსდეს.
მასალის გამოყენების პირობები