გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასაველთ საქართველოში
არამდგრადი ამინდები და ძლიერი წვიმა შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში 20-21 გრადუსი,
ხოლო მთაში 16-17 გრადუსი იქნება.
"დღეს დღის ბოლომდე შენარჩუნდება ძლიერი წვიმა. 16 მაისს ტემპერატურა
უფრო დაიკლებს. მხოლოდ 17 მაისს დღისით იქნება უნალექო ამინდი.
გამოდარებას უახლოეს დღეებში ვერ ვვარაუდობთ. მოსალოდნელია ელჭექიც",
- ამბობს გარემოს ეროვნულ სააგენტოს უფროსი სპეციალისტი, გია
ფრუიძე.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 23
მაისამდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები