ტყიბულში 9 მაისს დაღუპული მეშახტეების დაკრძალავზე
სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულმა აქტივისტებმა და საწარმოებში
დასაქმებულებმა ტყიბულის შესასვლელთან შეკრება უკვე დაიწყეს.
ისინი მსვლელობით დაღუპულთა ოჯახებისკენ გაემართებიან და
პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ხსოვნას. დაკრძალვაზე საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც მივა.
ტყიბულში დღეს 14:00 საათზე სამგლოვიარო მარში გაიმართება, რომესაც
ორგანიზებას პროვკაშირები უწევენ.
ტყიბულის შახტში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა. საქნახშირი "ჯი აი ჯი-ს" გენერალური დირექტორის
განმარტებით, შეთხვევა ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები
დროს მოხდა, რა დროსაც ბადია ჩავარდა და ხალხი ჩაიყოლა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2
ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს
წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს.
ამავე
თემაზე:
ტყიბულში
ოთხი მეშახტე გარდაიცვალა
ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების
დარღვევის მუხლით მიმდინარეობს
საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"
ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად
ამოიყავენს
"საქნახშირი
ტყიბულის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს ფულადი კომპენსაციით
დაეხმარება
მასალის გამოყენების პირობები