"გირჩის" რელიგიურმა ორგანიზაციამ "ბიბლიური თავისუფლება" ქუთაისში
50–მდე ადამიანი აკურთხა.
ახალი პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის თქმით,
ყველა მათგანი ორგანიზაციაში ჯარიდან თავის არიდების მიზნით
გაწევრიანდა.
თემურ ცამციშვილის განმარტებით, საყოველთაო გაწვევა არის ფარსი
და ბიუროკრატიული იარაღი სახელმწიფოს ხელში.
"საქართველოში ყოველწლიურად 50 000–მდე ადამიანი ხდება 18 წლის.
თუმცა, თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ 5 000 მათგანი მიყავს ჯარში. ეს
რეალურად ის რაოდენობაა, რომელიც სახელმწიფოს სჭირდება არა როგორც
ჯარისკაცები, არამედ, როგორც ყარაულები. ჩვენ ბევრმა სპორტსმენმა
მოგვმართა, რომლებიც იძულებული არიან ერთი წლით უარი თქვან თავიანთ
კარიერაზე. ასევე, ადამიანებს ატოვებინებენ გაჭირვებით ნაპოვნ
სამსახურს და აიძულებენ ერთი წელი ყარაულები იყვნენ", – ამბობს
პოლიტიკური ცენტრის "გირჩი" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თემურ
ცამციშვილი.
მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საკონტრაქტო ჯარის სახით,
ქვეყნის თავდაცვითუნარიანობისთვის საკმარისი რესურსი ისედაც ჰყავს და
საყოველთაო გაწვევა საჭირო არ არის.
მასალის გამოყენების პირობები