ქუთაისის მერია სატრენინგო მომსახურებაზე რამდენიმეათასიან ტენდერს აცხადებს
11:12 / 12.05.2017
პროექტ "არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის"
ფარგლებში ტრენინგების ორგანიზებაზე ქუთაისის მერიამ ტენდერი
გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადების მიღება 16 მაისს
იწყება, რომლის სავარაუდო ღირებულება
( "font-size: small;">
SPA170006809)
2 498 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა
ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ქუთაისში მცხოვრები, 18-25 წლამდე
ასაკის 22 ახალგაზრდის შერჩევა.
" პროექტის "არაფორმალური განათლება ახალგაზრდების
გაძლიერებისათვის" ფარგლებში უნდა მოხდეს 5 ტრენინგის
ორგანიზება 22 ახალგაზრდის მონაწილეობით (თითოეული ტრენინგის
ხანგრძლივობა მინიმუმ 8 საათი (2 საათი ლანჩისა და ყავის შესვენების
ჩათვლით), ტრენინგ-ციკლის თემები უნდა იყოს: განათლების ტიპები,
არაფორმალური განათლება; აქტიური მოქალაქეობა;
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები; ეფექტური კომუნიკაცია.
სოციალური ქსელების ეფექტური გამოყენება; რეზიუმესა და სამოტივაციო
წერილის შედგენა; კულტურული მრავალფეროვნება; თითოეული ტრენინგის
ჩატარების დღე და საათი უნდა შეთანხმდეს ,,შემსყიდველთან", ტრენინგის
ჩატარების დღე მიმწოდებელს ეცნობება 3 სამუშაო დღით ადრე, ჩატარების
ადგილს უზრუნველყოფს შემსყიდველი",
- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ტრენინგი მიმდინარე წლის 12 ივნისიდან 31 ივლისის
ჩათვლით უნდა ჩატარდეს.
მასალის გამოყენების პირობები