ქუთაისის სპორტის სასახლეში გელა დარსაძის სახელობის მემორიალური
ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა კალათბურთში, სადაც გამარჯვება
ქუთაისის გუნდმა მოიპოვა.
ფინალში ერთმანეთს ქუთაისის საკალათბურთო გუნდი "ქუთაისი" და
"რუსთავი" დაუპირისპირდნენ.
გელა დარსაძე საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, გასული საუკუნის
80-იანი წლების თბილისის დინამოს ერთ-ერთი ლიდერი, ქუთაისის
საკალათბურთო გუნდის "ქუთაისი 2010" -ის მწვრთნელი იყო.
დღევანდელ ტურნირში ოთხი გუნდი თბილისის გუნდები "ორბი", "ზაზა
ფაჩულიას სახელობის აკადემია", ქუთაისის გუნდი "ქუთაისი" და რუსთავის
გუნდი "რუსთავი" მონაწილეობდა.
ტურნირში გარდამავალი თასისთვის 2002 წელს დაბადებული სპორტსმენები
ასპარეზობდნენ. გამარჯვება ქუთაისის გუნდმა მოიპოვა. სპორტსმენები
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით
დვალმა დააჯილდოვა.
2002 წელს დაბადებული სპორტსმენებს შორის ასპარეზობა მიმდინარე წლის 9
მაისს
დაიწყო და მასში ოთხი გუნდი თბილისის "ორბი" , "ზაზა ფაჩულიას
სახელობის აკადემია", ქუთაისის გუნდი "ქუთაისი" და რუსთავის "რუსთავი"
მონაწილეობენ.
გელა დარსაძის სახელობის ტურნირის ჩასატარებლად ქუთაისის მერიამ 8 750
ლარის ღირებულების ტენდერი 18 აპრილს გამოაცხადა.
ელექტრონულ შესყიდვაში გამარჯვებულად შპს "რიქსი-2013" გამოვლინდა.
დოკუმენტაციის თანახმად, მას 42 პირზე სასტუმროს მომსახურების გარდა,
დარბაზის დაქირავებაც ევალებოდა.
მასალის გამოყენების პირობები