ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი მიმდინარე წლის 20 მაისიდან
გახდება.
ბაღში შესვლის საფასური ადგილობრივებისთვის 1 ხოლო ტურისტებისთვის 3
ლარი იქნება.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკითხს ქუთაისის საკერებულოში
დასამტკიცებლად გაიტანენ, რის შემდეგაც ბრძანება ძალაში კანონიერად
შევა.
"დარჩა მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარება. საკრებულო როდესაც
მიიღებს გადაწყვეტილებას უკვე დაიწერება შიდა ბრძანება და შესვლა
ფასიანი გახდება", - ამბობს ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი,
თემურ ჩეჩელაშვილი.
მისი თქმით, ბაღში შესვლის საფასურს არ გადაიხდიან სკოლამდელი ასაკის
ბავშვები, შშმ პირები და სამხედროები.
ბოტანიკური ბაღი მაისიდან ოქტომბრამდე 10:00 დან 22:00 საათამდე, ხოლო
ოქტომბრიდან მაისამდე 10:00 დან 18:00 საატამდე იმუშავებს.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში საქორწილო ფოტოსესიის ღირებულება 50 ხოლო,
ექსკურსია კვლავ 25 ლარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები