ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტასთან სამოქალაქო აქტივისტები
მივიდნენ. ახალგაზრდებმა შახტაში დასაქმებულებს მხარდაჭერა
გამოუცხადეს და მომხდარი ტრაგედია გააპროტესტეს.
"ჩვენ გვჭირდება ქმედითი შრომითი ინსპექცია", "სახელმწიფო მკვლელია'",
"ნუ დადგები ჩაგვრის მხარეს", "შეწყდეს მშრომელების სიცოცხლის
გაყიდვა"- ამ სლოგანით ახალგაზრდებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა შესაბამისს უწყებებს დროული რეაგირებისკენ და
შრომითი კანონმდებლობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდეს.
ტყიბულის შახტში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა.საქნახშირი "ჯი აი ჯი-ს" გენერალური დირექტორის
განმარტებით, შეთხვევა ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები
დროს მოხდა, რა დროსაც ბადია ჩავარდა და
ხალხი ჩაიყოლა.
შახტში გარდაცვლილები 14 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დღეს
დილით ამოიყვანეს.
ამავე
თემაზე:
ტყიბულში
ოთხი მეშახტე გარდაიცვალა
ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების
დარღვევის მუხლით მიმდინარეობს
საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"
ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად
ამოიყავენს
"საქნახშირი ტყიბულის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს
ფულადი კომპენსაციით დაეხმარება
მასალის გამოყენების პირობები