ახალი ამბები
"არ არის აუცილებელი ყოველდღე იყოს სამუშაოები" - უძილაური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოებზე
FaceBook
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის დაანონსებული აქტიური სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

"ამ ეტაპისთვის ჭაბურღილი კეთდება, რომლითაც ტბა უნდა მომარაგდეს. 106 მეტრის გაკეთება მოგვიწევს ალბათ, მეტი არა. მანამდე კი, ტბა უნდა გაიწმინდოს და სუფთა წყლით უნდა მომარაგდეს. წყალი სასმელადაც ვარგისი იქნება. ინტენსიური სამუშაოები კი მაისიდან დაიწყება", -  განმარტავდნენ  ჩვენთან საუბარში ერთი თვის წინ საუნივერისტეტო ქალაქის მოსამზადებელ სამუშაოებზე დასაქმებული მუშები.

თუმცა, დღეს იქ  არც ეს მუშები და არც ტექნიკა დახვედრია ადგილზე მისულ  ქუთაისიპოსტს.   



ადგილობრივი მცხოვრებლები კი განმარტავენ, რომ პროექტის მშენებლობისთვის დაწყებულ მოსამზადებელ სამუშოებზე დასაქმებულ მუშებს ხედავენ.
თუმცა, იშვიათად. 

"რამდენიმე დღის წინ დაანგრიეს ტბის პირას მიტოვებული შენობა, ასევე მოხრეშეს გზის პატარა მონაკვეთი, ვიცით ისიც, რომ გეოლოგები მუშაობენ,
თუმცა ამას არა აქვს ყოველდღური ხასიათი," - ამბობენ ადგილობრივები. 

საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშოების აქტიურ დაწყებას ზაფხულზე გეგმავს.

"არ არის აუცილებელი ყოველდღე იყოს სამუშაოები, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ მუშაობა არ მიდის. თუ მაინცდამაინც ტრაქტორს გულისხმობთ, დრო სჭირდება გრუნტის გასწორებას, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში ჭაობიან ადგილზე შევიტანეთ", - განმარტავს ჩვენთან საუბარში ფონდი "ქართუს" საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი უძილაური.

პროექტის მიხედვით უნივერსიტეტის კორპუსი ხუთსართულიანი იქნება. მისი სიგრძე 200 მეტრი ექნება, სიგანე კი -150.

მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)

უძილაური: ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება (ფოტო)


ქუთაისის საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე იმსჯელებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის შემდეგ (ფოტო)

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ამსახველი ბანერები ცენტრალურ ბაღში - ფოტო

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ

"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე

ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (ფოტო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.