"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი
წულაია "პარკინგსერვისს" თანხების გაფლანგვაში
ადანაშაულებს.
გოგი წულაიას თქმით "პარკინგსერვისმა" 700 ათასი ლარის
შემოსავალი მიიღო. თუმცა, მხოლოდ 166 ათასი ლარი შევიდა
ადგილობრივ ბიუჯეტში.
"მივმართავ პროკურატურას გამოიკვლიოს სად და რაში დაიხარჯა ეს თანხა,
რომელიც სისხლის მოწოვით არის ამოღებული მოსახლეობიდან", - ამბობს
გოგი წულაია.
შპს "პარკინგსერვისში" კი, გოგი წულაიას ბრალდებას დეზინფორმაციას
უწოდებენ და ვალდებულებით გათვალისწინებული თანხის ეტაპობრივად
დაფარვის შესახებ საუბრობენ.
"ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყოველს წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 460
ათასი ლარი შევიტანოთ. გასულ წელს ორგანიზაციას მოგება არ დაუტოვებია,
იქედან გამომდინარე რომ იყო ინფრატსრუქტურული და საოპერაციო ხარჯები.
166 ათასი ლარი არის შეტანილი ჯარიმებიდან, ამას გარდა ჩვენ 100 ათასი
ლარი შევიტანეთ რაც გვქონდა ვალდებულება და დარჩენილ თანხას მომავალ
წლებში ეტაპობრივად დავფარავთ", - ამბობს კომპანიის პიარმენეჯერი,
მირანდა წივწივაძე.
"პარკინგსერვიმა", რომელიც ქუთაისის მერიის საკუთრებაა, 2016 წელს
ადგილობრივ ბიუჯეტში 460 715 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 266 762 ლარის
შეტანა შეძლო.
კომპანიის დირექტორი, ირაკლი სარიშვილი განმარტავს, რომ
ორგანიზაციისთვის პირველი წელი რთული იყო, რის გამოც ადგილობრივ
ბიუჯეტში გეგმის შეტანა ვერ მოხდა. თუმცა, ის ირწმუნება, რომ
მიმდინარე წელს, გეგმასთან ერთად, გასული
წლის ნაშთსაც შეიტანს.
მასალის გამოყენების პირობები