ქუთაისელი მოსწავლეები მოქალაქეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისკენ
მოუწოდებენ.
ქუთაისის 25 - ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის მასშტაბით,
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხვა ჩაატარეს, თუ რამდენად
ირჩევენ ჯანსაღო ცხოვრების წესს.
მათ მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, გამოკითხულთაგან: 68%
ცდილობს ჯანსაღად იცხოვროს, 22% ჯანსაღი ცხოვრების წესს არ მისდევს და
მხოლოდ 10% - ია დკავებული ფიზიკური აქტივობებით.
სწორედ ამ შედეგების ფონზე, სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ მათი
მიზანია შეახსენონ თანატოლებსაც და მოქალაქეებსაც, თუ რამდენად
მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება.
"გვსურდა გამოგვეწვია სხვა სკოლების მოსწავლეები, რათა ერთობლივად
განვახორციელოთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები. ჩვენი
მიზანი არის, გავხადოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი პოპულარული სკოლის
მოსწავლეებში," - ამბობს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, მარიამ
მარგველაშვილი.
პროექტის ხელმძღვანელის, ქეთევან კობეშავიძეს თქმით, პროექტი
მოცულობითი იყო, იგი ართიანებდა ჯანსაღი ცხოვრების თითქმის ყველა
მიმართულებას.
"მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს პრეზენტაცია. პროექტი კვლავაც
გრძელდება და იგი ფართომაშტაბიან ღონისძიებებს ითვალისწინებს: სასკოლი
და სკოლებს შორის შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობებში; მარათონულ
რბენას, ლაშქრობას," - ამბობს ქეთევან კობეშავიძე.
სოციალური აქცია 25-ე საჯარო სკოლაში პროექტის "ჯანსაღი ცხოვრების
პოპულარიზაცია" ფარგლებში ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები