6 მაისს ხონში "ხონელობა 2017" აღინიშნება.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში სხვადასხვა
კულტურული, სპორტული და შემოქმედებითი ღონისძიებაა დაგეგმილი.
ხონელობის აღნიშვნა დილიდან ხონის წმინდა გიორგი სახელობის
საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვვით დაიწყო.
მოგვიანებით ცენტრალურ ბულვარში გაიხნა
მოსე ხონელის ძეგლი.
დღის სამი საათიდან ცენტრალურ ბულვარში გაიმართება
სადღესასწაულო კულტურულ - სპორტული ღონისძიებები.
დღის განმავლობაში ასევე, დაგეგმილია ხონის საპატიო მოქალაქეების
დასახელება და ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება
ხონისა და ანდრიხოვის (პოლონეთი) მუნიციპალიტეტს
შორის.
ხონელობის დღესასწაულს კულტურის ცენტრში კომპოზიტორ ვაჟა
დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამო დაასრულებს, რომელიც ხონის
კულტურის ცენტრში 17:00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები