ქუთაისში საკონსტიტუციო
ცვლილებების პროექტის განხილვაზე, კომისიის
წევრმა მამუკა მდინარაძემ, საქართველოს კონსტიტუციაში ოჯახის
დეფინიციის განსაზღვრებაზე კომენტარი გააკეთა.
"ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ერთობა, ამიტომ ეს საკითხი არ
გადაიხედება," - განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა
მდინარაძემ, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში საკონსტიტუციო ცვლილელების
სახალხო განხილვაზე.
ცვლილების განხილვაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური
პარტიების წარმომადგენლები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები,
არასამათავრობო ორაგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები
მივიდნენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს
ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა,
კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს
საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო
საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში
პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11
თავი რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას
უკავშირდება. პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში ასევე აღარ არის
პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული.
საქართველოს კონსტიტუციაში
დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე, საორგანიზაციო კომისია რეგიონების
მასშტაბით გასვლით სხდომებს 11 დღის განმავლობაში ყოველდღიურად
გამართავს.
განხილვები ქუთაისის გარდა, ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში,
ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთასა და რუსთავში. ბოლო
განხილვა 15 მაისს თბილისში გაიმართება.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, რეგიონებში გასვლა, საორგანიზაციო
კომისიის მუშაობის პირველ ეტაპს წარმოადგენს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაგეგმილია სხვადასხვა
ჯგუფებთან.
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის
გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის
განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა.
მასალის გამოყენების პირობები