"წინასწარ განჭვრეტა იმისა თუ რა იქნება სამი წლის შემდეგ შეუძლებელია", - ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი გაბაშვილის შეკითხვაზე.
საპარლამენტო უმცირეობის წევრი შეეკითხა პრემიერ-მისტრს, არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რამდენად ეთანხმებოდა ივანიშვილის პროგნოზს იმაში, რომ "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ მესამე წელს მოსახლეობა ამოისუნთქვდა.
ღარიბაშვილის განმარტებით, შეუძლებელია ვინმემ განჭვრიტოს თუ რა მოხდება მომდევნო სამ წელიწადში. თუმცა, აღნიშნა რომ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირება გეგმაზომიერად სრულდება.
"მართლია, არის მესამე წელი რთული წელი, მაგრამ ეს არის ობიექტური მიზეზებით გამოწვეული", - აღნიშნა პრემიერ-მინსტრმა.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები