ზესტაფონის გამგეობამ სატელივიზიო და რადიომომსახურებებზე ტენდერი
(SPA170006326) გამოაცხადა. 15 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო
შესყიდვაზე წინადადების მიღება 5 მაისს იწყება ხუთ დღეში დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საქმიანობის
შესახებ ინფორმაციის ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიწოდება,
სატელევიზიო რეკლამის დამზადება და ეთერში გაშვება, განცხადებებისა და
აუქციონების გამოცხადება (ხმოვანი განცხადება, დღეში 4-6 ჯერ).
ასევე, განცხადებების მორბენალი სტრიქონის სახით განთავსება,
საჭიროების შემთხვევაში პრესცენტრის მიერ მომზადებული მასალის ეთერში
გაშვება. ამის გარდა, საჭიროების შემთხვევაში ვიდეო-მიმართვის
გავრცელებაც.
"მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს რეგიონში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიულ საზღვრებში) რეგიონალური ტრანსლირების ლიცენზია;
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია: ამონაწერი ავტორიზირებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან",
- ნათქვამია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ სატენდერო
პირობებში.
სახელმწიფი შესყიდვაზე გამარჯვებულმა კომპანიამ სატევეზიო მომსახურება
2018 წლის 1 მაისამდე უნდა უზრუნველყოს.
მასალის გამოყენების პირობები