ქუთაისში, საგამოფენო დარბაზში "ვარლა" ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრების
გამოფენა გაიმართა.
წარმოდგენილი იყო ხის ნაკეთობები: სურო, აკაცია და კოპიტისგან
დამზადებული მითოლოგიური პერსონაჟები. ასევე, გამოფენილი იყო
გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: მაგიდები ბრები, სადგამები.
აღნიშნულ მიმართულებას ფესვთა პლასტიკას უწოდებენ. ზურაბ ნიჟარაძე ამ
დარგში გასული საუკუნის 70-იანი წლიდან მუშაობს.
"ხელოვნების ამ დარგს საქართველოში მხატვრები მაინცადამაინც არ
აღიარებენ. თუმცა, მის მიმართ საკმაო ინტერესი არსებობს სხვა
ქვეყნებში", - აღნიშნა ზურაბ ნიჟარაძემ.
აღნიშნული გამოფენა ზურაბ ნიჟარაძის მისი პირველი პერსონალური
გამოფენაა.
"ნამუშევრებში ჩანს ჰარმონიულობა. ავტორმა ბევრი რამ დაუკავშირა
ერთამენთს და შექმნა სილამაზე", - მიაჩნია მხატვარტა კავშირის
ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვალერი მეძმარიაშვილს.
ზურაბ ნიჟარაძის გამოფენა "გვირილობის" დღესასწაულის ფარგლებში
მოეწყო.
მასალის გამოყენების პირობები