გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 მაისს უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
თუმცა, 3 მაისს გაწვიმდება და ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
"3 და 4 მაისს დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს და
ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსის ფარგლებში იქნება. გამოიდარებს
უკვე 5 და 6 მაისს, ჰაერი შედარებით გათბება", - ამბობს გარემოს
ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის
ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
მისივე თქმით, 7 მაისს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები