ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს.
შემთხვევა 29 აპრილს მოხდა.
ბაღის დირექტორი, თემურ ჩეჩელაშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში
განმარტავს, რომ შენობიდან ოთხი ცალი კომპიუტერი და ერთი
ციფრული ფოტოაპარატი არის წაღებული.
"გუშინ დღის საამ საათამდე ვიყავი და ალბათ, ამის შემდეგ გაქურდეს.
ჩანს, შენობაში ფანჯრიდან არიან შესულები, რადგან
დაზიანებული არ არის და ღია დაგხვდა. ბოტანიკურ ბაღს
დაცვის ერთი თანამშრომელი ყავს, მაგრამ მას არაფერი დაუნახავს",
- ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით არის
აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები