ახალი ამბები
ქართულ-რუსული კინოკვირეული მეუფე კალისტრატემ გახსნა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ე.წ. კინოთეატრ „საქართველოში“ რეჟისორების რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოკვირეული გაიხსნა.

კვირეულის მიზანს, როგორც აღმოჩნდა, ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს. საამისოდ ორგანიზაციები ქართული - "ჯარისჯაცის მამის" სახლი და რუსული - М –СТУДИЯ  იღწვის.

"ჩვენს მეგობრობას ეძღვნება ეს კვირეული. ხალხის მოვალეობაა არსებობდეს კულტურული დიალოგი, პილიტიკა დიპლომატებმა სხვა დონეზე არჩიონ. მე ვარ რუსეთის მოქალაქე და ჩემს პირველ მოვალეობად მიმაჩნია ვიყო სახალხო დიპლომატიის წარმომადგენელი ორივე ქვეყანაში", "- აღნიშნა "ჯარისჯაცის მამის" სახლის ხელმძღვანელმა ინეზა ავალიანმა.

კვირეულში წარმოდგენილი იქნება 8 რუსული და 5 ქართული ფილმი. კინოჩვენებები 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ე.წ კინოთეატრ "საქართველოში" გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების გახსნას ქალაქის მერი შოთა მურღულია და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატეც ესწრებოდნენ.

კვირეულის ორგანიზატორთა რწმენით, როდესაც საქმე რუსულ-ქართულ ურთიერთობას ეხება "ჩვენ ეროვნება არა გვაქვს და ჩვენ ყველანი მართლმადიდებლები ვართ".

მართლამდიდებლობაზე ილაპარაკა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ, რომელმაც გახსნა კვირეული.

"მართლამდიდებლობის გარეშე გადარჩენა არაა. ჩვენ ძმები ვართ ქრისტეში. რთული დროებაა სამყარში. მთელი დედამიწა მიდის ანტიქრისტეს მხარეს. ერთადერთი ხსნა მართლმადიდებლობის მიღებაა", - აღნიშნა მეუფე კალსიტრატემ.



ინეზა ავალიანის თქმით, კვირეულის ფარგლებში ქუთაისში დარგავენ პატრიარქის ფონდის მიერ გადმოცემულ ხეებს და გააშენებენ ელდარ რიაზანოვისა და რეზო ჩხეიძის სახელობის რუსულ-ქართული მეგობრობის ხეივანს.

კვირეულის გახსნაზე ფოტოგამოფენაც მოაწყვეს, სადაც აღნიშნული რეჟისორების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი.

კინოკვირეულის მხარდამჭერია ქუთაისის მერია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.